Thumbnail

ნიგერიელი არტისტი დამინი ოგულუ, ფსევდონიმით Burna Boy, რიგით მეოთხე ალბომში African Giant შესულ კომპოზიციაზე Gum Body გადაღებულ ვიდეორგოლს ავრცელებს. ჩანაწერში გრემის ნომინანტი ბრიტანელი მუსიკოსი, ჯორჯა სმიტი მონაწილეობს. კლიპზე რეჟისორმა მეჯი ალაბიმ იმუშავა.

► ნახეთ: Jorja Smith - Be Honest

არტისტებს არაერთხელ უთანამშრომლიათ. მიმდინარე წელს მათ კომპოზიციები Be Honest და Gum Body გაავრცელეს.

Burna Boy-ს პოპულარობა სადებიუტო ალბომში L.I.F.E შესულმა სინგლმა Like to Party მოუტანა. 2017 წელს, არტისტი ლეიბლებში Atlantic Records და Warner Group გაწევრიანდა, რის შემდეგაც სტუდიური ჩანაწერები Outside და African Giant გაავრცელა.

კომენტარები

ბოლოს დამატებული