Thumbnail

ნახეთ: Gibson სლეშის გიტარას EDS-1275 Doubleneck შეზღუდული რაოდენობით გამოუშვებს

მარიამ ნამგალაძე პროფილის ფოტო
მარიამ ნამგალაძე

მუსიკალური ინსტრუმენტების მწარმოებელი კომპანია Gibson ლეგენდარული ამერიკული ჯგუფის, Guns N' Roses-ის გიტარისტ Slash-თან თანამშრომლობით 1 ოქტომბერს არტისტის ელექტროგიტარის EDS-1275 Doubleneck ასლებს გამოუშვებს. ჯამში სლეშის ავტოგრაფის მქონე 125 ინსტრუმენტი გაიყიდება. ღირებულება ჯერჯერობით უცნობია.

► ნახეთ: ერიკ კლეპტონმა გიტარების კოლექცია გამოუშვა

► Slash: ამ ჯგუფებმა ჩემზე ყველაზე დიდი გავლენა მოახდინეს

მუსიკოსმა გიტარა 1990-იან წლებში შეიძინა და Guns N' Roses-ის საკონცერტო ტურნეს Use Your Illusion მიმდინარეობისას, ისეთი კომპოზიციების შესრულებისას გამოიყენა, როგორებიცაა: Patience, ბობ დილანის Knockin' on Heaven's Door და ელის კუპერის Only Women Bleed.

აღსანიშნავია, რომ წარსულში Gibson-მა სლეშის სხვა გიტარების Brazilian Dream 1958 და Slash 1958 Les Paul First Standard ლიმიტირებული რეპროდუქციები გამოუშვა. 

სლეშმა მუსიკალური კარიერა 1981 წელს დაიწყო. ის ცნობილი ბენდ Guns N' Roses-ში მოღვაწეობით გახდა. 2002 წელს არტისტმა სუპერჯგუფი Velvet Revolver ჩამოაყალიბა, რომელმაც 6 წელი იარსება. ცნობილმა გამოცემებმა Rolling Stone და Time ის ყველაზე დროის საუკეთესო გიტარისტებს შორის დაასახელეს. 2012 წელს სლეში როკ-ენ-როლის დიდების დარბაზშიც შეიყვანეს.

კომენტარები

ბოლოს დამატებული