Thumbnail
ფოტო: ნატა სოფრომაძე

ნახეთ: Kordz-მა და Natalie Beridze-მ კლიპის Half-Tone Bubbles თიზერი გაავრცელეს

ბექა ჯიქურაშვილი პროფილის ფოტო
ბექა ჯიქურაშვილი

ელექტრონულმა არტისტებმა, ალექსანდრე კორძაიამ, ფსევდონიმით Kordz და ტუსია ბერიძემ ახალი კომპოზიციის Half-Tone Bubbles კლიპის თიზერი გაავრცელეს. ვიდეორგოლის რეჟისორი ნიკა მაჩაიძე გახლავთ. ტრეკი მათ მომავალ, საერთო ალბომში Celebrity Clouds იქნება წარმოდგენილი, რომელსაც ქართული ლეიბლი CES Records 3 ოქტომბერს გამოსცემს.

► Kordz და Natalie Beridze ოქტომბერში ერთობლივ ალბომს გამოსცემენ

► მოუსმინეთ: Dilla, DRO და Kordz ახალ კომპოზიციას ICO ავრცელებენ

აღსანიშნავია, რომ ვიდეოს პრემიერა 18 სექტემბერს Vodkast Records-ში გაიმართება. ადგილზე მისულ სტუმრებს რელიზის სრულად მოსმენა და შეძენა შეეძლებათ.

ნატალია ბერიძე ქართული ელექტრონული მუსიკის ერთ-ერთი პიონერია. 1990-იან წლებში იყო შემოქმედებითი გაერთიანება "გოსლაბის" წევრი. მისი სადებიუტო ალბომი სახელწოდებით TBA 2003 წელს გერმანულ ლეიბლზე Max Ernst გამოიცა. სხვადასხვა დროს მუსიკოსს ისეთ არტისტებთან აქვს ნამუშევარი, როგორებიც არიან: ნიკა მაჩაიძე, გოგი ძოძუაშვილი, თომას ბრინკმანი, იორგ ფოლერტი და რუიტი საკამოტო.  

ალექსანდრე კორძაიამ სადებიუტო სინგლი We've Been და EP სახელწოდებით QYS 2016 წელს გამოსცა. მის შემოქმედებაზე გავლენა ცნობილმა ჯგუფებმა Daft Punk და Justice მოახდინეს. Kordz სხვადასხვა პროექტზე არაერთ ქართველ არტისტთან თანამშრომლობს.

კომენტარები

ბოლოს დამატებული