Thumbnail

ლეგენდარული ჯგუფის Sonic Youth ყოფილმა ვოკალისტმა, კიმ გორდონმა ახალი კომპოზიცია Air Bnb გაავრცელა. სინგლი გორდონის სადებიუტო ალბომში No Home Record იქნება წარმოდგენილი, რომელიც გაყიდვაში 11 ოქტომბერს ჩაეშვება.

► ნახეთ: Sonic Youth-ის ყოფილმა წევრმა, კიმ გორდონმა სიმღერა Sketch Artist გაავრცელა

კიმმა კარიერა 1981 წელს დაიწყო. მან პოპულარობა ჯგუფ Sonic Youth-ში მოღვაწეობით მოიპოვა, რომელთან ერთადაც 15 სტუდიური ალბომი გამოუშვა. არტისტი სხვადასხვა დროს მუსიკალური პროექტების Free Kitten, Body/Head და Glitterbust წევრი იყო. 2015 წელს მან ავტობიოგრაფიული წიგნი Girl in a Band გამოსცა.

გაზიარება

კომენტარები

ბოლოს დამატებული