Thumbnail

ტომ იორკი: დამირეკეს და საცეკვაო გადაცემაში მონაწილეობა შემომთავაზეს, გავოცდი

ბექა ჯიქურაშვილი პროფილის ფოტო
ბექა ჯიქურაშვილი

ცნობილმა ინგლისელმა მუსიკოსმა, ტომ იორკმა რადიოსადგურ BBC Radio 6 Music-თან ინტერვიუში გაიხსენა, რომ წარსულში მას ბრიტანულ საცეკვაო შოუში Strictly Come Dancing (გადაცემის "ცეკვავენ ვარსკვლავები" ანალოგი) მონაწილეობა შესთავაზეს.

► მოუსმინეთ: ტომ იორკი ახალ კომპოზიციას Daily Battles ავრცელებს

► მოუსმინეთ: ტომ იორკმა ახალი ჩანაწერი Not the News Rmx EP გამოსცა

► ტომ იორკი ბილი აილიშს კულისებში შეხვდა და შეაქო

"დამირეკეს და საცეკვაო გადაცემაში Strictly Come Dancing მონაწილეობის მიღება შემომთავაზეს. გავოცდი", - თქვა ტომმა.

აღსანიშნავია, რომ ტომ იორკის ცეკვა Radiohead-ის თაყვანისმცემლებმა კომპოზიციის Lotus Flower კლიპში იხილეს.

ტომ იორკმა შემოქმედებითი მოღვაწეობა 1985 წელს დაიწყო. ის ლეგენდარული ჯგუფის, Radiohead-ის ფრონტმენია. მუსიკოსს ბენდთან ერთად გრემის პრესტიჟული ჯილდო 6-ჯერ აქვს მოგებული. აღსანიშნავია, რომ ცნობილმა გამოცემამ Rolling Stone არტისტი ყველა დროის საუკეთესო ვოკალისტებს შორისაც დაასახელა.

კომენტარები

ბოლოს დამატებული