Thumbnail

ნახეთ: Chance The Rapper-მა ელენის შოუში კომპოზიცია Eternal შეასრულა

პაატა ხარატიშვილი პროფილის ფოტო
პაატა ხარატიშვილი

გრემის მფლობელი ჰიპ ჰოპ არტისტი ჯონათან ბენეტი, ფსევდონიმით Chance The Rapper, ელენ დეჯენერესის შოუს ესტუმრა. მუსიკოსმა გადაცემაში კომპოზიცია Eternal შეასრულა. ტრეკი ჩენსის ბოლო ალბომში The Big Day შედის, რომელიც გაყიდვაში 26 ივლისს ჩაეშვა.

► ნახეთ: ქანიე ვესთმა Sunday Service ჩიკაგოში Chance the Rapper-თან ერთად გამართა

► Chance The Rapper: ყველა დროის 5 საუკეთესო რეპერს შორის ერთ-ერთი მე ვარ

ჯონათან ბენეტმა შემოქმედებითი მოღვაწეობა 2011 წელს დაიწყო. დღეისთვის მის დისკოგრაფიაში სადებიუტო ალბომი The Big Day, ასევე, ოფიციალური მიქსტეიპები 10 Day, Acid Rap და Coloring Book შედის. არტისტის კოლეგების დიდი ნაწილისგან განსხვავებით, ბენეტი ლეიბლებთან კონტრაქტის გაფორმებას ჯერჯერობით არ გეგმავს. 2017 წლის გრემის დაჯილდოებაზე ახალგაზრდა მუსიკოსის ნამუშევარმა Coloring Book წლის საუკეთესო ჰიპ ჰოპ ალბომის ნომინაციაში გაიმარჯვა.

კომენტარები

ბოლოს დამატებული