Thumbnail

Prince-ის ალბომის "1999" დელუქს ვერსიაში 35 აქამდე გამოუცემელი სიმღერა შევა

ბექა ჯიქურაშვილი პროფილის ფოტო
ბექა ჯიქურაშვილი

29 ნოემბერს ლეგენდარული ამერიკელი მუსიკოსის, პრინსის 1982 წლის ალბომის "1999" ბოქს-სეტი გამოიცემა, რომელშიც არტისტის აქამდე გამოუქვეყნებელი 35 სიმღერა და ნამუშევარში შესული კომპოზიციების განახლებული ვერსიები იქნება წარმოდგენილი.

► ნახეთ: Prince-ის სიმღერაზე Holly Rock შექმნილი ანიმაციური კლიპი გავრცელდა

ამასთან, ალბომს დისკიც მოჰყვება, რომელზეც პრინსის მიერ ნამუშევრის მხარდამჭერი ტურნეს ფარგლებში 1982 წლის 29 დეკემბერს ჰიუსტონში გამართული კონცერტის ვიდეოჩანაწერის ხილვა იქნება შესაძლებელი. დელუქს გამოცემაში ასევე მომღერლის ხელნაწერი ტექსტები და დღემდე უცნობი ფოტოები შევა. 

"1999" პრინსის რიგით მეხუთე სტუდიური ალბომია. ჩანაწერის ფარგლებში მან პირველად იმუშავა თავის ბენდ The Revolution-თან ერთად. ნამუშევარი 2008 წელს გრემის დიდების დარბაზში შეიყვანეს. 

პრინს როჯერს ნელსონმა შემოქმედებითი მოღვაწეობა 1975 წელს დაიწყო. გრემის პრესტიჟული ჯილდოს რვაგზის მფლობელმა არტისტმა კარიერის განმავლობაში 100 მილიონზე მეტი ჩანაწერის გაყიდვა შეძლო. 2004 წელს მუსიკოსი როკ-ენ-როლის დიდების დარბაზში შეიყვანეს. 2016 წელს პრინსი გარდაიცვალა. მისი სიკვდილის მიზეზად ოპიოიდური პრეპარატით, ფენტანილით ზედოზირება დასახელდა.

კომენტარები

ბოლოს დამატებული