Thumbnail

ახალგაზრდა ბრიტანელი ჰიპ ჰოპ არტისტი, ტაირონ ფრემპტონი, ფსევდონიმით slowthai და ფლორიდელი რეპერი, დენზელ კარი ახალ კომპოზიციას Psycho ავრცელებენ.

► ნახეთ: Slowthai ბავშვობის სახლში გადაღებულ კლიპს Toaster ავრცელებს

► მოუსმინეთ: Denzel Curry - Shawshank Ft. Tate Kobang

ტაირონ ფრემპტონმა მუსიკალური კარიერა 2015 წელს დაიწყო. 2017 წელს არტისტმა პირველი EP სახელწოდებით I WISH I KNEW გაავრცელა. 2019 წლის 17 მაისს კი გაყიდვაში რეპერის სადებიუტო ალბომი Nothing Great About Britain ჩაეშვა. მისი ცნობილი კომპოზიციებია Ladies, T N Biscuits და სხვა.

დენზილ კარიმ კი მუსიკალური კარიერა 2010 წელს დაიწყო. მისი შემოქმედება 6 ოფიციალურ მიქსტეიპს, 4 სტუდიურ ალბომსა და 2 EP-ის აერთიანებს. რეპერი ფართო საზოგადოებამ 2015 წლის ოქროს სტატუსის მქონე კომპოზიციით Ultimate გაიცნო.

გაზიარება

კომენტარები

ბოლოს დამატებული