Thumbnail

ნახეთ: Fall Out Boy - Dear Future Self (Hands Up) Ft. Wyclef Jean

მარიამ ნამგალაძე პროფილის ფოტო
მარიამ ნამგალაძე

ცნობილ ამერიკულ ბენდი Fall Out Boy კომპილაციურ ალბომს Believers Never Die - Volume Two აანონსებს. ეს რიგით მეორე ჰიტების კრებულია, რომელზეც კოლექტივმა 2009 წლის ჩანაწერის Believers Never Die - Greatest Hits შემდეგ იმუშავა. სტუდიური ნამუშევარი დღის სინათლეს 15 ნოემბერს იხილავს.

► ნახეთ: Lil Peep & ILoveMakonnen – I’ve Been Waiting Ft. Fall Out Boy

მანამდე კი ჯგუფმა ახალ ალბომში შესული სინგლი Dear Future Self და მასზე გადაღებული კლიპი გაავრცელა. ჩანაწერში ჰაიტელი რეპერი Wyclef Jean მონაწილეობს. 

Fall Out Boy ჩიკაგოში 2001 წელს ჩამოყალიბდა. არტისტებს წარსულში ისეთ მუსიკოსებთან უთანამშრომლიათ, როგორებიც არიან დემი ლოვატო და ვიზ ქალიფა. კოლექტივს განსაკუთრებული წარმატება სიმღერებმა Thnks fr th Mmrs და My Songs Know What You Did in the Dark მოუტანა. 

გაზიარება

კომენტარები

ბოლოს დამატებული