Thumbnail

ლეგენდარული სინთ პოპ დუეტი Pet Shop Boys ტექსტურ ვიდეოსთან ერთად ახალ კომპოზიციას Dreamland ავრცელებს. ჩანაწერში ბრიტანული ჯგუფის Years & Years ფრონტმენი, ოლი ალექსანდერი მონაწილეობს. სინგლი კოლექტივის მომავალ ალბომში შევა, რომლის დეტალებიც ამ ეტაპზე უცნობია.

► ნახეთ: Pet Shop Boys-მა ახალი კომპოზიცია Give Stupidity A Chance გაავრცელა

ნილ ტენანტმა და კრის ლოუმ Pet Shop Boys ლონდონში 1981 წელს ჩამოაყალიბეს. მუსიკოსებს კარიერის განმავლობაში 100 მილიონზე მეტი ჩანაწერი აქვთ გაყიდული და ბრიტანეთში ყველაზე წარმატებულ დუეტად ითვლებიან. 2016 წელს ჯგუფმა რიგით მეცამეტე ალბომი Super გაავრცელა.

გაზიარება

კომენტარები

ბოლოს დამატებული