Thumbnail

ნორვეგიელი არტისტი, იენი ვალი ახალ კომპოზიციას Accident და მასზე გადაღებულ ვიდეოკლიპს ავრცელებს. სინგლი მუსიკოსის მომავალ ალბომში The Practice of Love შევა, რომელიც გაყიდვაში 13 სექტემბერს ჩაეშვება.

► მოუსმინეთ: Jenny Hval - High Alice

იენი ვალმა მუსიკალური კარიერა 2003 წელს დაიწყო. არტისტს კარიერის განმავლობაში 6 სოლო ალბომი აქვს გამოცემული, მათ შორის 2 პროექტ Rockettothesky-ს ფარგლებში. მისი შემოქმედება ავანგარდს, არტ პოპსა და ელექტრონულ მუსიკას აერთიანებს.

გაზიარება

კომენტარები

ბოლოს დამატებული