Thumbnail

ნახეთ: Weezer - The End of the Game

ამერიკულმა ჯგუფმა Weezer ახალი კომპოზიცია The End of the Game და მასზე გადაღებული ვიდეოკლიპი გაავრცელა. სინგლი მუსიკოსების მომავალ ალბომში Van Weezer შევა, რომელიც გაყიდვაში 2020 წლის 15 მაისს ჩაეშვება.

► ნახეთ: Weezer-მა Tears for Fears-თან ერთად Everybody Wants to Rule the World შეასრულა

► ნახეთ: Weezer-მა ჯიმი ფელონის შოუს ბენდთან ერთად Buddy Holly შეასრულა

ალტერნატიული როკ ჯგუფი Weezer ლოს ანჯელესში 1992 წელს ჩამოყალიბდა. კოლექტივის მიერ 1994 წელს გამოცემულმა სადებიუტო ნამუშევარმა, რომელიც Тhe Blue Album-ის სახელითაა ცნობილი, სამგზის პლატინის სტატუსი მოიპოვა. დღემდე მუსიკოსებს 12 სტუდიური ჩანაწერი აქვთ გამოშვებული. მათ აქტივში გრემის ჯილდო და 45 მილიონზე მეტი გაყიდული ალბომია.

კომენტარები

ბოლოს დამატებული