Thumbnail

ალტერნატიული ჰიპ ჰოპ არტისტი ბერინგტონ ჰენდრიქსი, ფსევდონიმით JPEGMAFIA, ახალ კომპოზიციას Beta Male Strategies ავრცელებს. ჩანაწერის პროდიუსერი თავად მერილენდელი მუსიკოსი გახლავთ. ტრეკი შემსრულებლის მომავალ ალბომში All My Heroes Are Cornballs იქნება წარმოდგენილი, რომელიც გაყიდვაში 13 სექტემბერს ჩაეშვება.

► ნახეთ: JPEGMAFIA - Jesus Forgive Me, I Am A Thot

► ნახეთ: JPEGMAFIA-ს კონცერტის ვიდეოჩანაწერი გავრცელდა

ბალტიმორელმა არტისტმა მუსიკალური კარიერა 2007 წელს დაიწყო. დღეისთვის მისი შემოქმედება 2 ოფიციალურ მიქსტეიპსა და 3 ალბომს აერთიანებს. მათგან ყველაზე დიდი მოწონება 2018 წლის სტუდიურმა ჩანაწერმა Veteran მოიპოვა, რომელიც არაერთმა გავლენიანმა გამოცემამ წლის საუკეთესო ნამუშევრებს შორის დაასახელა.

გაზიარება

კომენტარები

ბოლოს დამატებული