Thumbnail

ნახეთ: Rapsody-მ კომპოზიციაზე Oprah კლიპი გადაიღო

პაატა ხარატიშვილი პროფილის ფოტო
პაატა ხარატიშვილი

ჰიპ ჰოპ არტისტმა მარლანა ევანსმა, სასცენო სახელით Rapsody, კომპოზიციაზე Oprah ვიდეორგოლი გადაიღო. სინგლი რეფსოდის ახალ ალბომში Eve შედის, რომელიც გაყიდვაში 23 აგვისტოს ჩაეშვა. ჩანაწერში ამერიკელი არენბი შემსრულებელი Leikeli47 მონაწილეობს.

► ნახეთ: Rapsody კომპოზიციას Serena ასრულებს

► ნახეთ: Rapsody ვიდეორგოლს Nina აქვეყნებს

რეფსოდიმ შემოქმედებითი მოღვაწეობა 2000-იანი წლების მეორე ნახევარში დაიწყო. თავდაპირველად რეპერი ვეტერან ჰიპ ჰოპ პროდიუსერთან 9th Wonder თანამშრომლობდა. თუმცა, ის ფართო საზოგადოებისთვის ცნობილი ლეგენდარული შემსრულებლის, ჯეი ზის ლეიბლში Roc Nation გაწევრიანების შემდეგ გახდა. მუსიკოსის სტუდიური ჩანაწერი Laila's Wisdom 2017 წელს გრემიზე წლის საუკეთესო რეპ ალბომის კატეგორიაში იყო წარდგენილი.

კომენტარები

ბოლოს დამატებული