Thumbnail

ნახეთ: Cardi B პლასტიკურ ოპერაციებზე კრიტიკამ გააღიზიანა

მარიამ ნამგალაძე პროფილის ფოტო
მარიამ ნამგალაძე

პოპულარულმა ჰიპ ჰოპ არტისტმა, Cardi B-მ ცოტა ხნის წინ მამოპლასტიკა და ლიპოსაქცია გაიკეთა. რეაბილიტაციის პროცესის გართულების გამო, ივნისში მას რამდენიმე კონცერტის გაუქმებაც მოუხდა. მუსიკოსის მიერ პლასტიკური ოპერაციების გაკეთებამ მაშინ საზოგადოების ნაწილის მხრიდან კრიტიკა დაიმსახურა, რასაც რეპერმა არაერთი პოსტი მიუძღვნა. ესთეტიკური მედიცინის მაძაგებლებს ქარდი ინსტაგრამის საშუალებით გუშინაც გამოეხმაურა.

► Cardi B: პლასტიკურ ოპერაციას აღარასდროს გავიკეთებ

► ნახეთ: 10 წლის რეპერებმა Cardi B გადისეს

► ნახეთ: ჯენიფერ ლოპესი, Cardi B და Lizzo ფილმის Hustlers ახალ თრეილერში

"ნება მომეცით, რაღაც გითხრათ - არ მომწონს სიბინძურეების ლაპარაკი სხვების სხეულზე, რადგან მე ეს ბრძოლა უკვე გამოვიარე. მახსოვს ის დრო, როცა პატარა მკერდი და სასაცილო ზომის საჯდომი მქონდა. ნატურალური ძუკნები გამუდმებით წერენ მსგავს კომენტარებს - ფუ, ყალბი სხეული გაქვს, ეს გაქვს გაკეთებული, ის გაქვს გაკეთებულიო - თუ თავდაჯერებული ხარ, სხვისი აგებულება არ უნდა გააკრიტიკო. ჩემი და ნატურალურია, პატარა მკერდი და საჯდომი აქვს, მაგრამ პლასტიკური ოპერაციების გამო არავინ შეუძულებია, რადგან იცის, თუ მოინდომებს, თავადაც შეუძლია ფორმების შეცვლა“, - ამბობს არტისტი.  

ქარდიმ შემოქმედებითი მოღვაწეობა 2015 წელს დაიწყო, თუმცა, ფართო საზოგადოებამ არტისტი 2017 წელს, კომპოზიციის Bodak Yellow გამოსვლის შემდეგ გაიცნო. სიმღერა ბილბორდის მუსიკალურ ჩარტებში პირველობას ერთი თვის განმავლობაში არ თმობდა. 19 წლის განმავლობაში ეს იყო პირველი შემთხვევა, როდესაც ქალი რეპერის სოლო ჩანაწერი ჰიტ აღლუმის სათავეში მოექცა. ქარდი ბიმდე მსგავსი წარმატების მიღწევა ლორინ ჰილმა შეძლო, 1998 წელს გამოსული ტრეკით Doo Wop (That Thing). 2018 წელს მუსიკოსმა სადებიუტო ალბომი Invasion Of Privacy გამოუშვა, რომელიც დღეს ორმაგი პლატინის მფლობელია. სტუდიურმა ნამუშევარმა გრემის 2019 წლის დაჯილდოებაზე "წლის საუკეთესო ჰიპ ჰოპ ალბომის" ნომინაციაში გაიმარჯვა.

კომენტარები

ბოლოს დამატებული