Thumbnail

5 ოქტომბერს Fall Set-ზე ფრანგი პროდიუსერი Worakls ორკესტრთან ერთად დაუკრავს

პაატა ხარატიშვილი პროფილის ფოტო
პაატა ხარატიშვილი

5 ოქტომბერს თბილისში ელექტრონული მუსიკის ფესტივალის, Summer Set-ის შემოდგომის სერია Fall Set გაიმართება. ღონისძიების სტუმარი ფრანგი პროდიუსერი, კევინ როდრიგესი, იგივე Worakls იქნება, რომელიც საქართველოს სადებიუტო სოლო ალბომის Orchestra მხარდასაჭერი ტურნეს ფარგლებში ეწვევა.

Worakls Orchestra Tour უნიკალური კონცეფციის პროექტია, რომელშიც ელექტრონული მუსიკა ცოცხალი ორკესტრის აკომპანემენტით სრულდება. პროდიუსერი თბილისში 14 მუსიკოსთან ერთად ჩამოვა, ღონისძიებაზე კი მას "თბილისის სიმფონიური ორკესტრის" ამდენივე წევრი შეუერთდება.

Worakls-ის გარდა, მსმენელის წინაშე ფრანგი არტისტი Joachim Pastor, ასევე, ქართველი მუსიკოსები L8 და Endorphins წარდგებიან.

აღსანიშნავია, რომ Fall Set ახალ ლოკაციაზე, ახალქალაქის ქუჩაზე მდებარე Warehouse 7/მე-7 პავილიონში ჩატარდება, სადაც სტუმრებს საფესტივალო ქალაქი და სხვადასხვა სტარტაპი დახვდებათ. ივენთზე დასასწრები ბილეთის შეძენა tkt.ge-ზე უკვე შესაძლებელია.

New Venue (2019): Warehouse 7/მე-7 პავილიონი

2-თვიანი ძებნა დასრულდა. როგორც იქნა, მივაგენით “Warehouse 7/მე-7 პავილიონს”, რომელიც: - აკმაყოფილებს უსაფრთხოების ნორმებს, - ტერიტორია 5600 კვ. მ.-ია, - აკმაყოფილებს Worakls Orchestra Tour-ის ტექნიკურ მოთხოვნებს, - აკმაყოფილება Boris Brejcha-ს ტექნიკურ მოთხოვნებს, - საშუალებას მოგვცემს ავაშენოთ სცენა ორკესტრის 28 სოლისტისთვის! ვენიუს მდებარეობს ახალქალაქის 34-ში, მეტრო “ნაძალადევის” უკან! მომდევნო 30 დღის განმავლობაში ჩვენი გუნდი იზრუნებს იმაზე, რომ ტერიტორიაზე მოეწყოს სხვადასხვა ლაუნჯ ტერიტორია, საკვები ობიექტები, ფოტო და გასართობი ზონები, გრანდიოზული სცენა და მრავალი სხვა გასართობი თუ დასასვენებელი სივრცე! დეტალებს ლოკაციის შესახებ ყოველდღიურად გაგაცნობთ, ბილეთების ფასი კი ორშაბათს 17:00-მდე არ გაიზრდება! მადლობა ყველას, ვინც ამ ხნის განმავლობაში გვენდო, ბილეთები შეიძინა და გვგულშემატკივრობს! See You Soon! After 2 months of scouting we finally found “Warehouse 7/მე-7 პავილიონი” and it’s amazing! - Guaranteed safety, - 5 600m2 territory, - It meets Worakls Orchestra Tour rider and standards, - It also meets Boris Brejcha rider and standards, - Gives us enough space to build huge stage for 28 musicians! The venue is located at Akhalkalaki street 34 (behind Metro Station “Nadzaladevi”)! In these 30 days our team will transform this territory into the festival city with lounges, food courts, photo zones and other fun activities! Details about the location will be posted daily, ticket price won’t increase until Monday 17:00! We’d like to thank everyone who supports us and already bought ticket for Worakls Orchestra Tour & Boris Brejcha! See You Soon! Video by Vano Gorgishvili

Posted by Summer Set on Friday, September 6, 2019

 

Summer Set, რომელიც საფესტივალო ბრენდად 2012 წელს ჩამოყალიბდა, 4 სეზონურ ღონისძიებას მოიცავს: Winter, Spring, Summer და Fall Set. ფესტივალების სერიამ დღემდე 70-მდე მასშტაბური ივენთი ჩაატარა და თბილისსა და ბათუმში 200-ზე მეტ არტისტს უმასპინძლა. 

გაზიარება

კომენტარები

ბოლოს დამატებული