Thumbnail

ნახეთ: ლანა დელ რეიმ არიანა გრანდეს Break Up With Your Girlfriend, I’m Bored შეასრულა

მარიამ ნამგალაძე პროფილის ფოტო
მარიამ ნამგალაძე

ამერიკელპოპვარსკვლავი, ლანა დელ რეი ბრიტანული რადიოსადგურის BBC Radio 1 პროექტს Live Lounge სტუმრობდა, სადაც მომღერალ არიანა გრანდეს ბოლო ალბომში Thank U, Next შესული კომპოზიციის Break Up With Your Girlfriend, I’m Bored ქავერ ვერსია შეასრულა.

► ლანა დელ რეის The National-თან ერთად კომპოზიციის ჩაწერა სურს

► ნახეთ: ლანა დელ რეის ახალი კლიპი Norman Fucking Rockwel მისმა დამ გადაიღო

► ნახეთ: ლანა დელ რეიმ სიმღერაზე Doin’ Time კლიპი გადაიღო

"ღმერთო ჩემო. ძალიან, ძალიან მიყვარხარ, ლანა დელ რეი", - გამოეხმაურა ვიდეოს არიანა გრანდე.

ლანა დელ რეიმ ლაივზე ასევე სკა პანკ ჯგუფის Sublime ნამუშევარი Doin' Time შეასრულა, რომელიც მის ახლად გავრცელებულ ალბომში Norman Fucking Rockwell არის წარმოდგენილი.

ლანა დელ რეიმ მუსიკალური კარიერა 2005 წელს დაიწყო. მისი შემოქმედება ტრაგიკული პირადი ურთიერთობებით, ვინტაჟური ესთეტიკითა და მელანქოლიური განცდებითაა შთაგონებული. მომღერლის აქტივში ისეთ არტისტებთან თანამშრომლობაა, როგორებიც არიან: The Weeknd, ASAP Rocky და სხვა.

კომენტარები

ბოლოს დამატებული