Thumbnail

5 ივენთი, რომელსაც ამ კვირაში უნდა დაესწროთ

სალომე კვირიკაშვილი პროფილის ფოტო
სალომე კვირიკაშვილი

ამ რუბრიკის ფარგლებში popmusic ყველა ჟანრისა და მიმდინარეობის მსმენელისთვის საინტერესო ივენთების მოძიებას ცდილობს.

გთავაზობთ მიმდინარე კვირის 5 გამორჩეულ მუსიკალურ ღონისძიებას, რომელსაც, ჩვენი აზრით, ღირს, რომ დაესწროთ.

5. KHIDI: სეზონის გახსნა

20 სექტემბერი (პარასკევი)

პარასკევს "ხიდი" სეზონის გახსნის ღონისძიებაზე ტექნო სცენის ერთ-ერთ ყველაზე გამორჩეულ წარმომადგენელს, Ancient Methods-ს მასპინძლობს. ბერლინში მოღვაწე მუსიკოსთან ერთად კლუბის მთავარ სცენას კანადური დუეტი Orphx, ასევე Vulkanski და OTHR დაიკავებენ. G2-ში კი მსმენელთა წინაშე Liza Rivs და Salome წარდგებიან. 

4. BASSIANI / HOROOM: Shackleton | Zitto | Job Jobse | Elias Mazian

20 სექტემბერი (პარასკევი)

პარასკევს კლუბი "ბასიანი" ბრიტანელ არტისტს, Shackleton-ს უმასპინძლებს. ლეიბლ Skull Disco-ს დამაარსებელთან ერთად, მსმენელთა წინაშე Kancheli და Zitto წარდგებიან. "ჰორუმში" კი ღონისძიებების სერიის Strangelove მორიგი ივენთი გაიმართება, რომელზეც ნიდერლანდელი დიჯეები Job Jobse და Elias Mazian დაუკრავენ.

3. Vodkast-ის დაბადების დღე

21 სექტემბერი (შაბათი)

21 სექტემბერს Lisi Rest საქართველოში პირველი ფირფიტების მაღაზიის, Vodkast-ის დაბადების დღესთან დაკავშირებულ ღონისძიებას უმასპინძლებს. Vodkast Records-ის რეზიდენტებთან ერთად, მსმენელთა წინაშე ფრანგი დიჯეი Gilb'R და ბერლინელი არტისტი Eddie C წარდგებიან.  

2. თბილისის ოპერის 168-ე სეზონის გახსნა

21 სექტემბერი (შაბათი)

21 სექტემბერს თბილისის ოპერის 168-ე სეზონი ზაქარია ფალიაშვილის "აბესალომ და ეთერით" გაიხსნება. მსმენელთა წინაშე ოპერისა და ბალეტის თეატრის სოლისტები, გუნდი და ორკესტრი წარდგებიან.  სპექტაკლის დამდგმელი დირიჟორი ზაზა აზმაიფარაშვილია, რეჟისორი გიზო ჟორდანია, მხატვარი გიორგი ალექსი-მესხიშვილი, ქორეოგრაფი კი ილიკო სუხიშვილი.

1. Decoder: სეზონის დახურვა

21 სექტემბერი (შაბათი)

21 სექტემბერს საფესტივალო სერია Decoder სეზონის დახურვის ღონისძიებაზე ჰოლანდიელ დიჯეისა და პროდიუსერს, Job Jobse-ს მასპინძლობს. მასთან ერთად "ცისკარში" შეკრებილი მსმენელების წინაშე ქართველი არტისტები Cosmic Love Rotation, NinasupsaKraumur და Mancho წარდგებიან. 

 

კომენტარები

ბოლოს დამატებული