Thumbnail

ნახეთ: კურტ კობეინის შვილის კურატორობით ტანსაცმლის კოლექცია Kurt Was Here შეიქმნა

ბექა ჯიქურაშვილი პროფილის ფოტო
ბექა ჯიქურაშვილი

ლეგენდარული ამერიკელი მუსიკოსის, კურტ კობეინის წარმომადგენლებმა კომპანია Live Nation Merchandise-თან თანამშრომლობით ტანსაცმლის ახალი კოლექცია Kurt Was Here გამოუშვეს. მაისურებსა და ჰუდებზე არტისტის ნახატები და ხელნაწერებია გამოსახული. 

► ნახეთ: Nirvana 1993 წელს სიეტლში ჩატარებული კონცერტის ჩანაწერს ავრცელებს

კოლექცია კობეინის შვილის, ფრენსის ბინის კურატორობით შეიქმნა. სამოსის შეძენა ვებგვერდზე kurtcobainshop.com არის შესაძლებელი.

კურტ კობეინმა მუსიკალური კარიერა 1982 წელს დაიწყო, ჯგუფი Nirvana კი 1987 წელს ჩამოაყალიბა. კოლექტივს მსოფლიო აღიარება 1991 წლის ალბომმა Nevermind და მასში შესულმა სინგლმა Smells Like Teen Spirit მოუტანა. 1994 წლის 5 აპრილს დეპრესიაში მყოფმა კობეინმა სიცოცხლე თვითმკვლელობით დაასრულა, რის შემდეგაც "ნირვანას" მოღვაწეობა აღარ გაუგრძელებია. 

გრანჟის ისტორიაში ერთ-ერთმა ყველაზე გამორჩეულმა ბენდმა არსებობის განმავლობაში მხოლოდ 3 სტუდიური ნამუშევრის გამოშვება მოასწრო, მსოფლიო მასშტაბით კი 75 მილიონზე მეტი ჩანაწერი გაყიდა. 2014 წელს გრემის მფლობელი კოლექტივი როკ-ენ-როლის დიდების დარბაზში შეიყვანეს. 

კომენტარები

ბოლოს დამატებული