Thumbnail

ბრიტანელმა მუსიკოსმა, ტალია დებრეტ ბარნეტმა, სასცენო სახელით FKA twigs, ახალი კომპოზიცია Holy Terrain და მასზე გადაღებული ვიდეოკლიპი გაავრცელა. ჩანაწერში ატლანტელი ჰიპ ჰოპ არტისტი ნეივადიუს უილბერნი, ფსევდონიმით Future მონაწილეობს. ტრეკის პროდიუსერები კი Skrillex და ჯეკ ანტონოვი არიან. სინგლი თვიგსის მომავალ, რიგით მეორე ალბომში Magdalene შევა, რომელიც გაყიდვაში 25 ოქტომბერს ჩაეშვება. ნამუშევარი 9 ტრეკს გააერთიანებს.

► ნახეთ: FKA Twigs-მა კომპოზიცია Cellophane მუზეუმში შეასრულა

ტალია დებრეტ ბარნეტმა, სასცენო სახელით FKA twigs, სადებიუტო ალბომი LP1 ხუთი წლის წინ გამოუშვა. მისი შემოქმედება ელექტრონულ მუსიკას, თრიპ ჰოპსა და არენბის აერთიანებს. მუსიკოსს განსაკუთრებული წარმატება სიმღერებმა Two Weeks და Water Me მოუტანა.

გაზიარება

კომენტარები

ბოლოს დამატებული