Thumbnail

ახალგაზრდა ჰიპ ჰოპ არტისტმა, დომინიქ ჯოუნსმა, ფსევდონიმით Lil Baby, კომპოზიციაზე Out The Mud გადაღებული კლიპი გაავრცელა. ტრეკში პოპულარული ატლანტელი მუსიკოსი Future მონაწილეობს. ჩანაწერის პროდიუსერი Quay Global გახლავთ.

► ნახეთ: Lil Baby და DaBaby ვიდეორგოლს Baby აქვეყნებენ

დომინიქ ჯოუნსმა, ფსევდონიმით Lil Baby, მუსიკალური კარიერა 2016 წელს დაიწყო. 2018 წელს რეპერმა სოლო მიქსტეიპი Street Gossip, Gunna-სთან ერთად ჩაწერილი ნამუშევარი Drip Harder და სადებიუტო ალბომი Harder Than Ever გაავრცელა. არტისტს განსაკუთრებული პოპულარობა კანადელი სუპერვარსკვლავის, დრეიქის მონაწილეობით შექმნილმა კომპოზიციამ Yes Indeed მოუტანა.

კომენტარები

ბოლოს დამატებული