Thumbnail

13 სექტემბერს კომუნა "მზესუმზირა" კლუბ "ხიდს" უმასპინძლებს, რომელიც Boiler Room-თან პარტნიორობით მთაწმინდის ფერდობზე მდებარე eZo Festival-ის მთავარი სცენიდან 6-საათიან ტრანსლაციას წარმოგიდგენთ.

მთავარ სცენაზე მსმენელთა წინაშე იტალიელი პროდიუსერი, ლეიბლ Mannequin Records-ის დამაარსებელი Alessandro Adriani, Mzesumzira Records-ის დამფუძნებელი RATI და KHIDI-ს რეზიდენტები Liza Rivs, Sevda, Phase Fatale, REKA და PEARL / Falling Ethics წარდგებიან. ეთერის დასრულების შემდეგ კი მათ ადგილს Vulkanski, Frequency Shifter და Yanamaste დაიკავებენ.

Kos Mos Stage-ზე ბრიტანეთის საბჭოსა და საქართველოში ბრიტანეთის საელჩოს საერთო პროექტის UK - Georgia: New Horizons Season-ის ფარგლებში მოწვეული ბრიტანელი არტისტის, Nabihah Iqbal-ისა და ქართველი დიჯეის, EKNR-ის მოსმენა შეგეძლებათ. მათ შემდეგ კი სცენას ბაქოში მდებარე კლუბის IN რეზიდენტები Cestlek და Mozzy, ასევე ლოკალური სცენის წარმომადგენლები Ika და Ericsson დაიკავებენ.

oDa Stage-ზე დეტროიტული ტექნოს ლეგენდა Marcellus Pittman დაუკრავს. მასთან ერთად მსმენელთა წინაშე ლეონ ლოლიშვილი პროექტით Autumn Tree და Mzesumzira Records-ის რეზიდენტები Levi Love Disco და Dr. Emmett Brown წარდგებიან.

ღონისძიებაზე დასასწრები ბილეთების შეძენა კომუნა "მზესუმზირას" და კლუბ "ხიდის" ვებგვერდებზეა შესაძლებელი.

კომენტარები

ბოლოს დამატებული