Thumbnail

BLACKPINK-ს მუსიკალურ ჯგუფებს შორის იუთუბზე ყველაზე მეტი გამომწერი ჰყავს

მარიამ ნამგალაძე პროფილის ფოტო
მარიამ ნამგალაძე

პოპულარულმა კეიპოპ ბენდმა BLACKPINK მორიგი რეკორდი დაამყარა. 8 სექტემბერს გოგონათა კოლექტივმა იუთუბზე გამომწერების რაოდენობით ინგლისურ-ირლანდიულ პროექტს One Direction გადაასწრო და მუსიკალურ ჯგუფებს შორის მსოფლიოში ყველაზე მეტი გამოწერის მქონე ბენდი გახდა. ამ მომენტში გოგონებს ვიდეოპლატფორმაზე 29,913,167 გამომწერი ჰყავს, რომელთა რაოდენობაც საათობრივად იზრდება.

 ► მოუსმინეთ: BLACKPINK ლაივ ალბომს BLACKPINK 2018 Tour In Your Area Seoul ავრცელებს

► ნახეთ: კეიპოპ ჯგუფმა BLACKPINK ახალი რეკორდი დაამყარა

ვიკიპედიის თანახმად, იუთუბზე ყველაზე მეტი გამოწერის მქონე არტისტები არიან:

აღსანიშნავია, რომ 2018 წელს, BLACKPINK-ის კომპოზიციაზე Kill This Love გადაღებულმა კლიპმა იუთუბზე ყველაზე მცირე დროში, 62 საათში 100 მილიონი ნახვის მოგროვება შეძლო. თუმცა, რამდენიმე დღეში ეს რეკორდი კიდევ ერთმა კეიპოპ ბენდმა, BTS-მა მოხსნა ვიდეორგოლით Boy With Luv, რომელიც ატვირთვიდან 24 საათში 78 მილიონჯერ ნახეს.

მუსიკალური ტელეარხის, Mnet-ის დაჯილდოების ორგზის გამარჯვებული ჯგუფი BLACKPINK სეულში 2016 წელს ჩამოყალიბდა. "ბლექფინქი" პირველი კეიპოპ ჯგუფია, რომელმაც "კოაჩელაში" მიიღო მონაწილეობა. კოლექტივის ერთ-ერთ ყველაზე პოპულარულ ნამუშევრად კომპოზიცია Ddu-Du Ddu-Du ითვლება, რომელიც 2018 წელს ბილბორდის ჩარტშიც მოხვდა.

კომენტარები

ბოლოს დამატებული