Thumbnail

ქართველმა მუსიკოსებმა რევაზ ხარჩილავამ, ფსევდონიმით Bobby Kensei და გიორგი კვეზერელმა, სასცენო სახელით Turbo_ia, ახალი კომპოზიცია Disco Mi Amor გაავრცელეს. ტრეკის პროდიუსერი თავად კენსეი გახლავთ.

ახალგაზრდა მუსიკოსმა და პროდიუსერმა, ბობი კენსეიმ შემოქმედებითი კარიერა 2015 წელს დაიწყო. მომდევნო წელს მან არტისტ Gipsy Samurai-სთან ერთად პირველი სინგლი "კარამელის სადგური" ჩაწერა. ამის შემდეგ შემსრულებელმა არაერთი კომპოზიცია გაავრცელა.

Turbo_ia გიორგი კვეზერელის მორიგი ფსევდონიმია. არტისტი ნამუშევრებს მეტწილად სასცენო სახელით Turbohikari ავრცელებს. წარსულში მას ასევე Gipsy Samurai და Hikari ერქვა. გიორგიმ მუსიკალური კარიერა 2016 წელს გავრცელებული სადებიუტო ტრეკით "კარამელის სადგური" დაიწყო. ამავე წლიდან ის ლეიბლის LTFR წევრია. მუსიკოსის ცნობილი ნამუშევრებია "გაგონილი მაქვს" და Mitsubishi Gang.

გაზიარება

კომენტარები

ბოლოს დამატებული