Thumbnail
ფოტო: Telekom Electronic Beats

პატიმრობაში მყოფმა Michailo-მ ახალი რელიზი Solitude to Sanctuary გაავრცელა

პაატა ხარატიშვილი პროფილის ფოტო
პაატა ხარატიშვილი

ქართველმა ელექტრონულმა მუსიკოსმა მიხეილ თოდუამ, სასცენო სახელით Michailo, ახალი სტუდიური ჩანაწერის Solitude to Sanctuary (EP) პირველი ნაწილი გაავრცელა. არტისტმა ნამუშევარი ავსტრალიურ ლეიბლზე Rebellie Music გამოსცა.

მიხაილო 12 გრამი MDMA-ს ფლობისთვის 2013 წელს დააკავეს და 9 წლით თავისუფლების აღკვეთა მიუსაჯეს. იმის მიუხედავად, რომ არტისტი უკვე მეექვსე წელია, პატიმრობაშია, მუსიკის წერას მაინც ახერხებს. პროდიუსერმა სასჯელაღსრულების დაწესებულებაში ადმინისტრაციის მიერ გამოყოფილი ოთახი საკუთარი ხარჯებით მუსიკალურ სტუდიად აქცია.

2018 წელს მიხაილოს ალბომები ბრიტანულ და გერმანულ ლეიბლებზე გამოვიდა. აღსანიშნავია ისიც, რომ მაისში პროდიუსერს ციხეში ცნობილი გამოცემა Telekom Electronic Beats ეწვია და მისგან ინტერვიუც აიღო.

კომენტარები

ბოლოს დამატებული