Thumbnail

მიკ ჯაგერმა დონალდ ტრამპი და ბორის ჯონსონი გააკრიტიკა

ბექა ჯიქურაშვილი პროფილის ფოტო
ბექა ჯიქურაშვილი

ლეგენდარული ბრიტანული ჯგუფის, The Rolling Stones-ის ფრონტმენმა, მიკ ჯაგერმა გამოცემა The Hollywood Reporter-თან ინტერვიუში მსოფლიოში კლიმატის ცვლილებასთან დაკავშირებულ საკითხზე ისაუბრა და აშშ-ის პრეზიდენტი, დონალდ ტრამპი და დიდი ბრიტანეთის პრემიერმინისტრი, ბორის ჯონსონი გააკრიტიკა.

 ნახეთ: მიკ ჯაგერმა გულის ოპერაციის შემდეგ პირველი კონცერტი გამართა

► ნახეთ: NASA-მ მარსზე აღმოჩენილ ქვას The Rolling Stones უწოდა

"კლიმატის ცვლილებასთან დაკავშირებით ამ მომენტში ძალიან რთული ვითარება გვაქვს, განსაკუთრებით აშშ-ში, სადაც კონკრეტული ქმედებები, რომელთაც არსებული პრობლემები უნდა გადაეჭრა, მოქმედი მთავრობის გამო დღის წესრიგში აღარ დგას. ამერიკა გარემოსდაცვითი კონტროლის კუთხით მსოფლიოს წამყვანი სახელმწიფო უნდა გამხდარიყო, თუმცა, დონალდ ტრამპის ადმინისტრაციამ სხვა გზა აირჩია. ვამაყობ იმ ხალხით, ვინც კლიმატის ცვლილებას აპროტესტებს, მეც მათ გვერდით ვარ, სწორედ ამ ადამიანებს შეუძლიათ პლანეტის გადარჩენა. დიდ ბრიტანეთშიც მძიმე მდგომარეობაა, სადაც უხეში, არაადეკვატური და მატყუარა ადამიანი გვმართავს", - თქვა მიკმა.

საკულტო ჯგუფი "როლინგ სთოუნზი" ლონდონში 1962 წელს შეიქმნა და დღემდე 25 სტუდიური ალბომი გამოუშვა. მათ შორის ბოლო ჩანაწერი Blue & Lonesome 2016 წელს გამოიცა. კოლექტივი 1989 წელს როკ-ენ-როლის დიდების დარბაზშიც შეიყვანეს. სხვადასხვა გამოცემამ მუსიკოსები არაერთხელ დაასახელა ყველა დროის საუკეთესო არტისტებისა თუ ჯგუფების ათეულში. აღსანიშნავია ისიც, რომ ბენდის მიერ 2005-07 წლებში გამართული ტურნე, შემოსავლების ჯამური რაოდენობით, ისტორიაში მეორე ადგილს იკავებს. Bigger Bang Tour-მა კოლექტივს 523 მილიონზე მეტი დოლარი მოუტანა.

კომენტარები

ბოლოს დამატებული