Thumbnail

ნახეთ: შინეიდ ო'კონორი სცენას სიმღერით Nothing Compares 2 U დაუბრუნდა

მარიამ ნამგალაძე პროფილის ფოტო
მარიამ ნამგალაძე

ირლანდიელი მუსიკოსი, შინეიდ ო'კონორი ხუთწლიანი პაუზის შემდეგ სცენას დაუბრუნდა. არტისტი გადაცემაში The Late Late ჰიჯაბში გამოწყობილი გამოჩნდა და მსმენელს ჰიტი Nothing Compares 2 U შესთავაზა. მუსიკოსმა ასევე ჯგუფ The Pogues-ის კომპოზიცია Rainy Night In Soho შეასრულა. შეგახსენებთ, რომ შინეიდმა ერთი წლის წინ ისლამი მიიღო და შუჰადა დაირქვა.

► ნახეთ: შინეიდ ო'კონორმა ისლამი მიიღო

► შინეიდ ო'კონორი: თავს იმიტომ არ ვიკლავ, რომ ბონო ჩემს დაკრძალვაზე სიტყვით გამოვა

► შინეიდ ო'კონორი: არ მსურს თეთრკანიანებთან ურთიერთობა, რომლებიც მუსლიმები არ არიან

52 წლის არტისტმა გადაცემაში საკუთარ სარწმუნოებასა და ირლანდიაში დაგეგმილ საკონცერტო ტურნეზე ისაუბრა.

მართლა მეგონა, რომ არავინ იყიდიდა ჩემი შოუს ბილეთებს. ვფიქრობდი, რომ კონცერტები არ შედგებოდა, რადგან არავინ ისურვებდა ჩემთან თანამშრომლობას დიდი პაუზის შემდეგ“, - აღნიშნა მუსიკოსმა.

აღსანიშნავია, რომ არტისტი სცენაზე დაბრუნებას 2018 წელსაც აპირებდა, თუმცა, დაგეგმილი კონცერტები "გაუთვალისწინებელი გარემოებების" მიზეზით გაუქმდა.

შინეიდ ო'კონორმა მუსიკალური კარიერა 1986 წელს დაიწყო. ის პოპულარული ლეგენდარული ამერიკელი არტისტის, პრინსის სიმღერის Nothing Compares To You განახლებული ვერსიის შესრულებით გახდა. მუსიკოსი აქტიურადაა ჩართული ქალებსა და ბავშვებზე მიმართული ძალადობის საწინააღმდეგო კამპანიებში. 

კომენტარები

ბოლოს დამატებული