Thumbnail

დემი ლოვატომ დაუმუშავებელი ფოტო გამოაქვეყნა: ჩემი სხეულის გამო სირცხვილმა დამღალა

მარიამ ნამგალაძე პროფილის ფოტო
მარიამ ნამგალაძე

ამერიკელმა პოპვარსკვლავმა, დემი ლოვატომ ინსტაგრამზე საცურაო კოსტიუმში გადაღებული, დაუმუშავებული ფოტო გამოაქვეყნა და სინანული გამოთქვა, რომ აქამდე საკუთარი სხეულის რცხვენოდა.

► ნახეთ: დემი ლოვატო ჯიუ-ჯიცუს მეორე ხარისხის ლურჯი ქამრის მფლობელი გახდა

ეს ჩემი ყველაზე დიდი შიშია. საცურაო კოსტიუმში გადაღებული, დაუმუშავებელი ფოტო. აბა, თუ მიხვდებით, ეს რა არის - ცელულიტი! მართლა ძალიან დამღალა ჩემი სხეულის გამო სირცხვილმა. გამუდმებით ვამუშავებ ჩემს ფოტოებს (დიახ, დღემდე დადებული სურათები დამუშავებული იყო - მძულს, რომ ამას ვაკეთებდი, მაგრამ ეს სიმართლეა). მინდა, ჩემი ცხოვრების ახალი თავი მივუძღვნა იმის წარმოჩენას, თუ ვინ ვარ სინამდვილეში, იმის ნაცვლად, რომ უცხო ადამიანების მიერ დაწესებულ სტანდარტებში ჩავჯდე. ძალიან მიხარია, რომ სტუდიას, ტელევიზიასა და კინოს დავუბრუნდი. აი, ეს მე ვარ, საკუთარი სხეულით ამაყი, სხეულით, რომელიც მომავალშიც გააგრძელებს ჩემს გაკვირვებას და რომლითაც, იმედი მაქვს, ერთ დღესაც შვილს ვატარებ. მიყვარს ჩემი თავი და თქვენც უნდა გიყვარდეთ საკუთარი", -  წერს არტისტი.

მომღერალმა მოგვიანებით ინსტაგრამის სთორის საშუალებით თაყვანისმცემლებს კიდევ ერთხელ მიმართა:

"ჯერ კიდევ ვკანკალებ. ჩემთვის ძალიან რთული იყო ამ ფოტოს გამოქვეყნება, მაგრამ თქვენგან უსაზღვრო მხარდაჭერა და სიყვარული მივიღე".

ლოვატომ კარიერა 2002 წელს დაიწყო. მისი წარმატება 2009 წელს გამოშვებულ სტუდიურ ალბომს Here We Go Again უკავშირდება, რომელიც გაყიდვების ლიდერი გახდა. განსაკუთრებული პოპულარობა არტისტს სიმღერებმა Cool for the Summer, Sorry Not Sorry და Confident მოუტანა. 

კომენტარები

ბოლოს დამატებული