Thumbnail

ნიუ იორკელი ჰიპ ჰოპ არტისტი, ჯოზეფ ანტონიო კარტაგენა, ფსევდონიმით Fat Joe, ახალ კომპოზიციას Yes ავრცელებს. ჩანაწერში პოპულარული რეპერი Cardi B და პუერტორიკოელი მუსიკოსი Anuel AA მონაწილეობენ. სინგლი ჯოს მომავალ ალბომში Family Ties შევა, რომელიც გაყიდვაში მიმდინარე წლის ბოლომდე ჩაეშვება.

► ნახეთ: Fat Joe ვიდეორგოლს Pullin აქვეყნებს

Fat Joe-მ შემოქმედებითი კარიერა 1992 წელს, ჰიპ ჰოპ გაერთიანებაში Diggin' in the Crates Crew (D.I.T.C.) დაიწყო. მომდევნო წელს კი არტისტმა სადებიუტო სოლო ალბომი Represent გაავრცელა. ჯოს ამ დრომდე 10 სტუდიური ნამუშევარი აქვს გამოცემული.

გაზიარება

კომენტარები

ბოლოს დამატებული