Thumbnail

მამაკაცი, რომელიც შეყვარებულის მკვლელობაზე რეპავდა, ამავე ბრალდებით დააკავეს

ბექა ჯიქურაშვილი პროფილის ფოტო
ბექა ჯიქურაშვილი

27 წლის კალიფორნიელი მამაკაცი, რობერტ ენტონი ქემოუ, რომელიც თავისი მეგობარი გოგონას მკვლელობისა და დამარხვის შესახებ რეპავდა, პოლიციამ განსაკუთრებული სისასტიკით ჩადენილი დანაშაულისთვის დააკავა.

ინტერნეტში ვიდეო გავრცელდა, რომელშიც ჩანს, თუ როგორ რეპავს ნასვამი რობერტი ერთ-ერთ ბარში თავისი შეყვარებულის მკვლელობასა და დამარხვაზე. 

აღსანიშნავია, რომ რობერტის მეგობარი გოგონა ამანდა კასტერი ივლისიდან მოყოლებული დაკარგულად ითვლება. მამაკაცი პოლიციას დაკავებისას წინააღმდეგობას უწევდა. ამიტომაც, სამართალდამცველებს მის ასაყვანად ორდერის გაცემიდან 5 საათი დასჭირდათ.

რობერტ ქემოუ დანაშაულის ჩადენისას ოჯახური ძალადობის ბრალდებით გირაოს სანაცვლოდ იყო გათავისუფლებული. მან წარსულში ამავე მეგობარ გოგონას სცემა, რის გამოც მის წინააღმდეგ შემაკავებელი ორდერი იყო გამოწერილი.

პოლიციის ცნობით, ამანდა კასტერის ხმა ბოლოს 29 ივლისს გაიგონეს, როდესაც საკუთარ სახლში რობერტს ეჩხუბებოდა. არსებობენ თვითმხილველები, რომლებმაც დაინახეს, როგორ ჩადო მამაკაცმა კასტერის უსიცოცხლო სხეული ნაცრისფერ "ტოიოტა პრიუსში" და მანქანა დაძრა. აღსანიშნავია, რომ სამართალდამცველებმა ძალადობის კვალი და სისხლი ამანდას საძინებელ ოთახში აღმოაჩინეს.

კომენტარები

ბოლოს დამატებული