Thumbnail

კამილა კაბეიო: ტრაგიკული იქნება, აბორტი და გეი ქორწინება რომ აკრძალონ

მარიამ ნამგალაძე პროფილის ფოტო
მარიამ ნამგალაძე

კუბელი მომღერალი, კამილა კაბეიო ჟურნალ Elle-ის ოქტომბრის ნომრის სტუმარია. გამოცემასთან ინტერვიუში ჟურნალისტი დაინტერესდა, რა აზრის იქნებოდა არტისტი, თუ მსოფლიოში აბორტი და ერთნაირსქესიანთა ქორწინება აიკრძალებოდა. 

► ნახეთ: ბილი აილიში, კამილა კაბეიო და Lizzo ჟურნალ Elle-ის ფოტოსესიაში

► ნახეთ: კამილა კაბეიო ახალ სიმღერას Liar და კლიპს Shameless ავრცელებს

► კამილა კაბეიო: გოგონებო, ცელულიტი და ჭარბი წონა ნორმალურია

"ცხადია, ეს ტრაგიკული იქნებოდა ადამიანებისთვის. ძალიან ბედნიერი ვარ, რომ იმ თაობას ვეკუთვნი, რომელიც სიმართლის მხარესაა. ზღვა ინფორმაცია საშუალებას გაძლევს, მეტად გონებაგახსნილი იყო", - ამბობს კაბეიო.

კამილამ მუსიკალური კარიერა 2012 წელს ამერიკული "იქს ფაქტორის" მონაწილეებისგან შემდგარ ჯგუფში Fifty Harmony დაიწყო. მან სადებიუტო სოლო ალბომი 2018 წელს გამოსცა. ჩანაწერის სინგლმა Havana მსოფლიოს წამყვან ჩარტებში პირველი პოზიცია დაიკავა. მასზე გადაღებულმა ვიდეოკლიპმა კი იუთუბზე 813 მილიონზე მეტი ნახვა დააგროვა.

კომენტარები

ბოლოს დამატებული