Thumbnail

დასავლეთ სანაპიროს ჰიპ ჰოპის ერთ-ერთი გამორჩეული პროდიუსერი Mustard და ატლანტელი ჰიპ ჰოპ არტისტი ნეივადიუს უილბერნი, ფსევდონიმით Future, კომპოზიციაზე Interstate 10 გადაღებულ ვიდეოკლიპს ავრცელებენ. სინგლი მასთარდის ახალ ალბომში Perfect Ten შედის, რომელიც გაყიდვაში 28 ივნისს ჩაეშვა.

► მოუსმინეთ: Mustard ახალ ალბომს Perfect Ten ავრცელებს

რიგით მესამე ალბომზე მუშაობისას, მასთარდმა ისეთ ცნობილ არტისტებთან ითანამშრომლა, როგორებიც არიან: Nipsey Hussle, YG, Tyga, ASAP Ferg, ASAP Rocky, Future, Migos, Quavo, Meek Mill, Gunna, Young Thug, A Boogie Wit Da Hoodie, NAV, Playboi Carti, Roddy Ricch და სხვა.

მუსიკოსმა შემოქმედებითი მოღვაწეობა 2000-იან წლებში დაიწყო. 2017 წელს მან ორი სტუდიური ჩანაწერი Future და Hndrxx გაავრცელა. პირველი მათგანი პლატინის, მეორე კი ოქროს სტატუსის მფლობელია. 2019 წელს არტისტმა მსმენელს დღეისთვის ბოლო ალბომი The WIZRD შესთავაზა. 

გაზიარება

კომენტარები

ბოლოს დამატებული