Thumbnail

კალიფორნიელმა მუსიკოსმა, ჩელსი ვულფმა ახალი კომპოზიცია Deranged for Rock & Roll გაავრცელა. სინგლი არტისტის მომავალ ალბომში Birth of Violence იქნება წარმოდგენილი, რომელიც გაყიდვაში 13 სექტემბერს ჩაეშვება.

ჩელსი ვულფმა მუსიკალური კარიერა 2009 წელს დაიწყო. მომდევნო წელს არტისტმა სადებიუტო ალბომი The Grime and the Glow გაავრცელა. ჩელსის ამ დრომდე 5 სტუდიური ნამუშევარი აქვს ჩაწერილი. მისი შემოქმედება ფოლკს, დუმ მეტალს, გოთიკ როკსა და ექსპერიმენტულ მუსიკას აერთიანებს.

კომენტარები

ბოლოს დამატებული