Thumbnail

მოუსმინეთ: EarthGang ახალ ალბომს Mirrorland ავრცელებს

მარიამ ნამგალაძე პროფილის ფოტო
მარიამ ნამგალაძე

თანამედროვე ჰიპ ჰოპის ერთ-ერთი ყველაზე პოპულარული შემოქმედებითი კოლექტივის Dreamville წევრი დუეტი EarthGang ახალ სტუდიურ ჩანაწერს Mirrorland ავრცელებს. 14 ტრეკისგან შემდგარი ნამუშევარი პირველი სრულმეტრაჟიანი ალბომია, რომელიც არტისტებმა ლეიბლში გაწევრიანების შემდეგ გამოუშვეს.

► ნახეთ: EarthGang - Ready To Die

► მოუსმინეთ: EarthGang - Up

დუეტმა, რომელიც 2008 წელს ჩამოყალიბდა, სადებიუტო EP სახელწოდებით The Better Party 2010 წელს გამოუშვა. დღემდე გაერთიანებამ 3 სტუდიური ალბომი გამოსცა. 2016 წლიდან ჯგუფი პოპულარული რეპერის, J. Cole-ის მიერ დაფუძნებული ლეიბლის Dreamville Records წევრია. აღსანიშნავია, რომ მუსიკის კრიტიკოსები კოლექტივს ლეგენდარულ ჰიპ ჰოპ დუეტს, Outkast-ს ადარებენ. მათ შემოქმედებაზე "აუთქასთის" გავლენას არც თავად არტისტები მალავენ.   

კომენტარები

ბოლოს დამატებული