Thumbnail

ცნობილმა ისლანდიელმა მუსიკოსმა, ბიორკმა და შვედმა არტისტმა, კარინ დრეიერმა ერთმანეთის კომპოზიციების რემიქს ვერსიები გაავრცელეს.

ბიორკმა მსმენელს დრეირის 2017 წლის ტრეკის This Country Makes It Hard to Fuck ალტერნატიული ვერსია შესთავაზა. დრეიერმა კი ბიორკის Features Creatures თავისი ორივე პროექტის Fever Ray და The Knife ფარგლებში გაარემიქსა.

პირველი სტუდიური ჩანაწერი სახელწოდებით Björk მუსიკოსმა ისლანდიაში, 12 წლის ასაკში გამოუშვა. 1993 წელს გამოცემულმა ალბომმა Debut ბიორკს საერთაშორისო აღიარება მოუტანა. შემდეგმა ნამუშევარმა Post კი მისი, როგორც საინტერესო და თვითმყოფადი არტისტის სტატუსი კიდევ უფრო განამტკიცა. 2015 წელს ჟურნალმა Time შემსრულებელი ას ყველაზე გავლენიან ადამიანს შორის დაასახელა. არაერთი ჰიტის ავტორს განსაკუთრებული წარმატება კომპოზიციებმა: It's Oh So Quiet, Army Of Me, All Is Full Of Love, Human Behaviour და Bachelorette მოუტანა. 2017 წელს, SOU ფესტივალის ფარგლებში, მომღერალმა თბილისში, საქართველოს სახელმწიფო სიმფონიურ ორკესტრთან ერთად, ორი კონცერტი გამართა.

პროექტი Fever Ray კარინ დრეიერმა 2009 წელს შექმნა. ამავე წელს არტისტმა სადებიუტო ალბომი გაავრცელა. 2017 წელს კი მუსიკოსმა რიგით მეორე სტუდიური ჩანაწერი Plunge გამოსცა. დრეიერს პოპულარობა კომპოზიციებმა If I Had A Heart, When I Grow Up და Keep The Streets Empty For Me მოუტანა.

გაზიარება

კომენტარები

ბოლოს დამატებული