Thumbnail

დეტროიტელმა მუსიკოსმა, დენიელ სიუელმა, ფსევდონიმით Danny Brown, ვიდეორგოლთან ერთად ახალი კომპოზიცია Dirty Laundry გაავრცელა. ტრეკი მის მომავალ ალბომში U Know What I'm Sayin? იქნება წარმოდგენილი, რომელიც გაყიდვაში 4 ოქტომბერს ჩაეშვება. კლიპის რეჟისორი სიმონ კანი გახლავთ.

► ნახეთ: დენი ბრაუნმა ახალი კომპოზიცია Best Life შეასრულა

დენიელმა მუსიკალური კარიერა 2000-იან წლებში დაიწყო. რამდენიმე ოფიციალური მიქსტეიპისა და EP-ის შემდეგ, 2010 წელს რეპერმა სადებიუტო ალბომი The Hybrid გამოუშვა. მუსიკოსი ფართო საზოგადოებისთვის ცნობილი რიგით მეორე სტუდიური ჩანაწერით XXX გახდა, რომელიც არაერთმა ცნობილმა გამოცემამ წლის საუკეთესო ნამუშევრებს შორის დაასახელა. სამი წლის წინ, შემსრულებელმა გაყიდვაში ბოლო ალბომი Atrocity Exhibition ჩაუშვა. მასზე მუშაობისას, დენი ბრაუნმა ცნობილ მუსიკოსებთან: Kendrick Lamar, Ab-Soul, Earl Sweatshirt და B-Real ითანამშრომლა.

გაზიარება

კომენტარები

ბოლოს დამატებული