Thumbnail

მოუსმინეთ: ოზი ოსბორნი და ტრევის სკოტი Post Malone-ის ახალ ტრეკში Take What You Want

პაატა ხარატიშვილი პროფილის ფოტო
პაატა ხარატიშვილი

ცნობილმა ტექსასელმა არტისტმა, ოსტინ რიჩარდ ფოსთმა, ფსევდონიმით Post Malone, ახალი კომპოზიცია Take What You Want გაავრცელა. ჩანაწერში ლეგენდარული ბრიტანელი მუსიკოსი, ოზი ოსბორნი და პოპულარული ჰიუსტონელი რეპერი, ტრევის სკოტი მონაწილეობენ. სინგლი მელოუნის ახალ ალბომში Hollywood’s Bleeding შედის, რომელიც გაყიდვაში დღეს ჩაეშვა.

► მოუსმინეთ: Post Malone-მა ახალი ალბომი Hollywood’s Bleeding გაავრცელა

► ნახეთ: Post Malone-მა კომპოზიციაზე Circles კლიპი გადაიღო

ოსტინ რიჩარდმა მუსიკალური კარიერა ხმაურიანად დაიწყო. 2015 წელს გამოშვებულ სადებიუტო სიმღერას White Iverson, მომდევნო წელს მუსიკოსის პირველი ალბომი Stoney მოჰყვა. ჩანაწერი მოსალოდნელზე მაღალი ტირაჟით გაიყიდა და მალევე მოიპოვა ორმაგი პლატინის სტატუსიც. 2018 წელს შემსრულებელმა გაყიდვაში კომერციულად წარმატებული სტუდიური ნამუშევარი Beerbongs & Bentleys ჩაუშვა. მისი წამყვანი სინგლი Rockstar გახლავთ. ჩანაწერი ბილბორდის მუსიკალურ ჩარტებს 8 კვირის განმავლობაში ლიდერობდა. სტრიმინგ პლატფორმის, Spotify-ის სათავეში კი კომპოზიციამ 108 დღე გაატარა, რაც სარეკორდო მაჩვენებელია.

გაზიარება

კომენტარები

ბოლოს დამატებული