Thumbnail

ნიკი მინაჟი: გადავწყვიტე, მუსიკალური კარიერა დავასრულო და ოჯახი შევქმნა

პაატა ხარატიშვილი პროფილის ფოტო
პაატა ხარატიშვილი

პოპულარულმა ნიუ იორკელმა ჰიპ ჰოპ არტისტმა, ნიკი მინაჟმა მუსიკალური კარიერა დაასრულა. ამის შესახებ რეპერმა ტვიტერზე დაწერა.

► ნიკი მინაჟი და კენეთ პეტი ახლო მომავალში დაქორწინდებიან

► მოუსმინეთ: Nicki Minaj - Welcome to the Party (Remix)

"გადავწყვიტე, კარიერა დავასრულო და ოჯახი შევქმნა. ვიცი, რომ ეს ბევრს გაუხარდება. ჩემს თაყვანისმცემლებს ვთხოვ, რომ სანამ ცოცხალი ვიქნები, ჩემი ტრეკების რეპვა გააგრძელონ. სიცოცხლის ბოლომდე მეყვარებით", - წერს მინაჟი.

ნიკი მინაჟმა მის საქმროსთან, კენეთ პეტისთან რომანტიკული ურთიერთობა 2018 წელს დაიწყო, რასაც არტისტის თაყვანისმცემლების კრიტიკა მოჰყვა. 41 წლის პეტი წარსულში ჯერ გოგონას გაუპატიურების ბრალდებით, შემდეგ კი ადამიანის წინასწარი განზრახვის გარეშე მკვლელობისთვის იხდიდა სასჯელს.

ნიკი მინაჟმა მუსიკალური კარიერა 2000-იან წლებში დაიწყო. თანამედროვე ჰიპ ჰოპის ერთ-ერთი ყველაზე პოპულარული ქალი შემსრულებლის წარმატება დიდწილად გაერთიანებას Cash Money Records უკავშირდება. რეპერის შემოქმედება კომერციულად წარმატებულ 4 სტუდიურ ალბომსა და მრავალ კოლაბორაციულ ნამუშევარს აერთიანებს. მუსიკოსი გრემის 10 ნომინაციაზეც იყო წარდგენილი, თუმცა, პრესტიჟული ჯილდოს მოპოვება ჯერჯერობით ვერ შეძლო. მსოფლიო მასშტაბით, მისი ნამუშევრების 20 მილიონზე მეტი ასლია გაყიდული. 2016 წელს გამოცემამ Time არტისტი 100 ყველაზე გავლენიან ადამიანს შორის დაასახელა.

კომენტარები

ბოლოს დამატებული