Thumbnail
ფოტო: ხათუნა ხუციშვილი

ნიკა კოჩაროვმა ჯონ ლენონის კომპოზიციის Oh Yoko! ქავერ ვერსია გაავრცელა

პაატა ხარატიშვილი პროფილის ფოტო
პაატა ხარატიშვილი

მუსიკოსმა ნიკა კოჩაროვმა ლეგენდარული ბრიტანელი არტისტის, ჯონ ლენონის კომპოზიციის Oh Yoko! ქავერ ვერსია გაავრცელა. ზემოხსენებული სიმღერა 1971 წელს დაიწერა. ტრეკი ლენონის რიგით მეორე სოლო ალბომში Imagine შედის.

► ნახეთ: ნიკა კოჩაროვმა აქცია-კონცერტზე კომპოზიცია "ზამთარი" შეასრულა

ნახეთ: ნიკა კოჩაროვმა კომპოზიცია Songs Of Terror შეასრულა

ნიკა კოჩაროვმა შემოქმედებითი კარიერა 1990-იანი წლების მეორე ნახევარში დაიწყო. 2000 წელს მუსიკოსმა ჯგუფი Young Georgian Lolitaz ჩამოაყალიბა, რომელთან ერთად ორი სტუდიური ნამუშევარი Lemonjuice და The Lava გამოუშვა. 2011 წელს კოჩაროვმა ახალი პროექტი Z for Zulu შექმნა და ალბომი Better Than Dog გაავრცელა. 2016 წელს კი Young Georgian Lolitaz-თან ერთად საქართველოს სახელით "ევროვიზია 2016"-ზე წარდგა. მისი შემოქმედება ალტერნატიულ და ინდი როკს მოიცავს.

კომენტარები

ბოლოს დამატებული