Thumbnail

ჯასტინ ბიბერმა აღმოაჩინა, რომ ავრილ ლავინისა და რაიან გოსლინგის ნათესავია

მარიამ ნამგალაძე პროფილის ფოტო
მარიამ ნამგალაძე

საკუთარი გენეალოგიით დაინტერესებულმა კანადელმა მომღერალმა, ჯასტინ ბიბერმა ვებგვერდზე Ancestry.com აღმოაჩინა, რომ მას და კიდევ ორ კანადელ ვარსკვლავს, მუსიკოს ავრილ ლავინსა და მსახიობ რაიან გოსლინგს საერთო წინაპრები ჰყავთ. არტისტმა გენეალოგიური ხის ფოტო ინსტაგრამზე გაავრცელა.

► ჯასტინ ბიბერი: იცით, რა შედეგამდე მიდის ვარსკვლავად ქცეული ბავშვის ცხოვრება?

► ჯასტინ ბიბერი და ჰეილი ბოლდუინი ქორწილს სექტემბერში გეგმავენ

► მოუსმინეთ: Bad Guy ბილი აილიშისა და ჯასტინ ბიბერის შესრულებით

"ახლახან გავარკვიე, რომ ავრილ ლავინისა და რაიან გოსლინგის ნათესავი ვარ. ეს ჩემს ცხოვრებაში საუკეთესო დღეა. სანდო წყარო ჩანს Ancestry.com", - დაწერა არტისტმა სოციალურ ქსელში.

"წელს საშობაო ვახშამზე გიმასპინძლებთ", - გამოეხმაურა პოსტს ავრილ ლავინი. რაიან გოსლინგს კომენტარი ჯერ არ გაუკეთებია. 

ჯასტინ ბიბერმა კარიერა 2007 წელს დაიწყო. 140 მილიონი გაყიდული ჩანაწერით ის მსოფლიოში ერთ-ერთ ყველაზე წარმატებულ შემსრულებლად ითვლება. მუსიკოსს განსაკუთრებული პოპულარობა სიმღერებმა Love Yourself,  Sorry და Baby მოუტანა.

კომენტარები

ბოლოს დამატებული