Thumbnail

კანადელმა მუსიკოსმა კლერ ელის ბუშემ, სასცენო სახელით Grimes, ახალი კომპოზიცია Violence და მასზე გადაღებული ვიდეოკლიპი გაავრცელა. სინგლი მის მომავალ ალბომში Miss_Anthrop0cene შევა, რომელიც გაყიდვაში მიმდინარე წელს ჩაეშვება. ტრეკის პროდიუსერი ამერიკელი არტისტი გარეთ ლოქჰართია, ფსევდონიმით i_o.

► ნახეთ: Grimes-მა სტელა მაკკარტნისა და Adidas-ის ერთობლივი კოლექცია წარადგინა

► ნახეთ: Grimes-მა ახალი სიმღერის Pretty Dark დემო ვერსია გაავრცელა

კლერ ელის ბუშემ, სასცენო სახელით Grimes, მუსიკალური კარიერა 2007 წელს დაიწყო. მისი შემოქმედება არენბის, დრიმპოპსა და ელექტრონიკას აერთიანებს. არტისტმა დღემდე 4 სტუდიური ალბომი გამოუშვა და ამდენჯერვე დაეუფლა Juno Awards-ის პრესტიჟულ ჯილდოს.

გაზიარება

კომენტარები

ბოლოს დამატებული