Thumbnail

Murda Beatz: ტეკაშის FEFE-ს ბითი ჯერ დრეიქს გავუგზავნე, თუმცა, მან არ მიპასუხა

პაატა ხარატიშვილი პროფილის ფოტო
პაატა ხარატიშვილი

ცნობილი კანადელი პროდიუსერი, შეინ ლი ლინდსტრომი, ფსევდონიმით Murda Beatz, პოპულარულ პოდკასტს No Jumper ესტუმრა. როგორც მუსიკოსმა ინტერვიუში აღნიშნა, Tekashi 6ix9ine-ისა და Nicki Minaj-ის ჰიტის FEFE ინსტრუმენტალი თავდაპირველად თანამემამულე არტისტს, Drake-ს გაუგზავნა.

"ვფიქრობდი, რომ ეს ბითი დრეიქისთვის იყო შექმნილი, გავუგზავნე, თუმცა, არ გამომეხმაურა. კარგი-მეთქი. ეს ჩემთვის გამოცდილება იყო. შემდეგ კომპოზიცია ნიკის და სიქსნაინს შევთავაზე. არავინ ელოდა, რომ ეს ნამუშევარი ჰიტი გახდებოდა", - თქვა ლინდსტრომმა.

FEFE ტეკაშიმ და ნიკი მინაჟმა 2018 წლის ივლისში ჩაწერეს. სამმაგი პლატინის სტატუსის მქონე კომპოზიციამ გამოცემა Billboard-ის ასეულში მესამე ადგილის დაკავება შეძლო.

მურდა ბითზმა მუსიკალური კარიერა 2011 წელს დაიწყო. 2016 წელს კანადელმა პროდიუსერმა სადებიუტო მიქსტეიპი Keep God First გაავრცელა. მას სხვადასხვა დროს ისეთ არტისტებთან აქვს ნამუშევარი, როგორებიც არიან: დრეიქი, ნიკი მინაჟი და სხვები.

კომენტარები

ბოლოს დამატებული