Thumbnail

BTS-ის ლეიბლი გოგონათა ახალი ჯგუფის შესაქმნელად კონკურსს აცხადებს

მარიამ ნამგალაძე პროფილის ფოტო
მარიამ ნამგალაძე

პოპულარული სამხრეთკორეული ჯგუფის, BTS-ის ლეიბლი Big Hit Entertainment კომპანია Source Music-თან ერთად ახალ პროექტს Plus Global Audition იწყებს, რომლის ფარგლებშიც გოგონებისგან შემდგარი კეიპოპ ჯგუფის ჩამოყალიბება იგეგმება. კოლექტივის დებიუტი 2021 წელს შედგება, მისი წევრები კი გლობალური კონკურსის გზით შეირჩევიან. კასტინგი მიმდინარე წლის 5-27 ოქტომბერს ჩატარდება და სამი კონტინენტის 16 ქალაქს მოიცავს.

► Big Hit Entertainment კეიპოპ ბენდის BTS ადრეული მოღვაწეობის შესახებ სერიალს იღებს

► BTS-ის ლეიბლი ჯგუფის შეურაცხმყოფელი პოსტებისა და კომენტარების ავტორებს უჩივის

5 ოქტომბერი - აშშ (ლოს ანჯელესი და ნიუ იორკი)
12 ოქტომბერი - ავსტრალია, სინგაპურის რესპუბლიკა (პერთი, სინგაპური)
13 ოქტომბერი - ავსტრალია (მელბურნი)
19 ოქტომბერი - სამხრეთ კორეა, იაპონია, ტაივანი (ბუსანი, გვანგჯუ, ოსაკა, საპორო, ტაიბეი)
20 ოქტომბერი - სამხრეთ კორეა, იაპონია, ტაივანი (სეული, ტოკიო, კაოჰსიუნგი)
26 ოქტომბერი - ვიეტნამი, ტაილანდი (ჰანოი, ბანგკოკი)
27 ოქტომბერი - ვიეტნამი (ხოშიმინი) 

ინფორმაცია კასტინგის შესახებ სარეკლამო ვიდეორგოლის საშუალებით გავრცელდა, რომელშიც აზიური წარმოშობის ბავშვები მონაწილეობენ. 

აღსანიშნავია, რომ BTS-ის ლეიბლმა 2012 წელს გოგონათა ჯგუფი Glam შექმნა, რომელიც 2015 წელს დაიშალა.  

კომენტარები

ბოლოს დამატებული