Thumbnail

ნახეთ: Rapsody კომპოზიციას Serena ასრულებს

გიორგი ნონიაშვილი პროფილის ფოტო
გიორგი ნონიაშვილი

ჰიპ ჰოპ არტისტი მარლანა ევანსი, სასცენო სახელით Rapsody, პლატფორმა Vevo-ს მუსიკალურ გადაცემას Ctrl ესტუმრა. ჩრდილოკაროლინელმა ემსიმ შოუში კომპოზიცია Serena შეასრულა. ტრეკი რეფსოდის 2019 წლის ალბომში Eve შედის.

► მოუსმინეთ: Rapsody ახალ ალბომს Eve ავრცელებს 

► ნახეთ: Rapsody ვიდეორგოლს Nina აქვეყნებს 

► ნახეთ: Rapsody - Ibtihaj Ft. D'Angelo & GZA 

რეფსოდიმ შემოქმედებითი მოღვაწეობა 2000-იანი წლების მეორე ნახევარში დაიწყო. თავდაპირველად რეპერი ვეტერან ჰიპ ჰოპ პროდიუსერთან 9th Wonder თანამშრომლობდა. თუმცა, ის ფართო საზოგადოებისთვის ცნობილი ლეგენდარული შემსრულებლის, ჯეი ზის ლეიბლში Roc Nation გაწევრიანების შემდეგ გახდა. მუსიკოსის სტუდიური ჩანაწერი Laila's Wisdom 2017 წელს გრემიზე წლის საუკეთესო რეპ ალბომის კატეგორიაში იყო წარდგენილი.

კომენტარები

ბოლოს დამატებული