Thumbnail

ამერიკულმა ჯგუფმა Boy Harsher ახალი კომპოზიცია Send Me A Vision და მასზე გადაღებული ვიდეოკლიპი გაავრცელა. სინგლი მუსიკოსების მომავალ ალბომში Country Girl Uncut შევა, რომელიც გაყიდვაში 11 ოქტომბერს ჩაეშვება.

Country Girl Uncut დუეტის მიერ 2017 წლის ოქტომბერში გამოცემული EP-ის Country Girl დელუქს ვერსიაა, რომელშიც დამატებით 4 გამოუცემელი ტრეკი შევა.

Boy Harsher ჯორჯიის შტატის ქალაქ სავანაში 2013 წელს შეიქმნა. რამდენიმე სტუდიური ჩანაწერის გამოცემის შემდეგ, 2016 წელს, მუსიკოსებმა სადებიუტო ალბომი Yr Body is Nothing გამოსცეს. დუეტის შემოქმედება ელექტრონულ მუსიკას, დარქვეივსა და ინდასტრიალს აერთიანებს. აღსანიშნავია, რომ მიმდინარე წლის 5 ივნისს Boy Harsher თბილისშიც ჩამოვიდა და კლუბში KHIDI კონცერტი გამართა.

გაზიარება

კომენტარები

ბოლოს დამატებული