Thumbnail

მერილენდელმა ჰიპ ჰოპ არტისტმა, ჯეისონ მაილსმა, ფსევდონიმით IDK, ახალი კომპოზიცია Porno გამოაქვეყნა. მის ტრეკში ვეტერანი ვირჯინიელი რეპერი Pusha T და ჟანრის ახალი თაობის ერთ-ერთი გამორჩეული წარმომადგენელი J.I.D მონაწილეობენ. ჩანაწერი მაილსის მომავალი ალბომის Is He Real? სინგლია. კომპოზიცია სამივე მუსიკოსის პირველი ერთობლივი ნამუშევარია.

► მოუსმინეთ: IDK - 24 

► ნახეთ: IDK - Trigger Happy

► ნახეთ: რეპერმა IDK-მ 50 Cent-ის კომპოზიციის Wanksta რემიქსზე ვიდეორგოლი გადაიღო 

შემსრულებელმა მუსიკალური კარიერა 2013 წელს დაიწყო. რეპერის შემოქმედება 4 ოფიციალურ მიქსტეიპსა და 2017 წლის სადებიუტო ალბომს IWasVeryBad აერთიანებს. მუსიკის კრიტიკოსები ჯეისონს ადრეული პერიოდის ქენდრიქ ლამარს ადარებენ.  

კომენტარები

ბოლოს დამატებული