Thumbnail

მოუსმინეთ: Francis and the Lights-ის ახალ ტრეკში ქანიე ვესთი მონაწილეობს

ამერიკელმა მუსიკოსმა ფრენსის ფერველ სთარლაითმა, პოპ პროექტის Francis and the Lights ფარგლებში, ახალი კომპოზიცია Take Me to the Light გაავრცელა. ჩანაწერში ჯგუფ Bon Iver-ის ჯასტინ ვერნონი და ლეგენდარული ჰიპ ჰოპ შემსრულებელი, ქანიე ვესთი მონაწილეობენ.

აღსანიშნავია, რომ სთარლაითმა ჯასტინ ვერნონთან და ქანიე ვესთთან წარსულშიც ითანამშრომლა. კომპოზიცია Friends, რომელიც მუსიკოსებმა 2016 წელს ჩაწერეს, Francis and the Lights-ის სადებიუტო ალბომში შედის.

ფრენსის ფერველ სთარლაითმა პროექტი Francis and the Lights 2007 წელს შექმნა. რამდენიმე EP-ის გამოცემის შემდეგ, 2016 წელს არტისტმა სადებიუტო ჩანაწერი Farewell, Starlite! გაავრცელა. მუსიკოსს ამ დრომდე სამი ალბომი აქვს გამოშვებული. სთარლაითის შემოქმედება პოპსა და ელექტრონულ მუსიკას აერთიანებს.

გაზიარება

კომენტარები

ბოლოს დამატებული