Thumbnail

Megan Thee Stallion, Nicki Minaj და Ty Dolla Sign კლიპს Hot Girl Summer ავრცელებენ

გიორგი ნონიაშვილი პროფილის ფოტო
გიორგი ნონიაშვილი

ახალგაზრდა ჰიუსტონელმა რეპერმა, მეგან პიტმა, ფსევდონიმით Megan Thee Stallion, კომპოზიციაზე Hot Girl Summer გადაღებული კლიპი გაავრცელა. ჩანაწერში, რომელიც აშშ-ში დღეს უკვე ჰიტია, ცნობილი ნიუ იორკელი ჰიპ ჰოპ არტისტი Nicki Minaj და კალიფორნიელი არენბი შემსრულებელი Ty Dolla Sign მონაწილეობენ. ვიდეორგოლში კი მუსიკოსების Rico Nasty, La La Anthony, Ari Lennox და French Monatna ხილვაა შესაძლებელი. კლიპის დასაწყისში ტრეკის პროდიუსერი, ოსკაროსანი რეპერი, ჯუისი ჯეიც ჩნდება.

► ნახეთ: Megan Thee Stallion - XXL Freshman Freestyle 

► ნახეთ: 2019 XXL Freshman Cypher - DaBaby, Megan Thee Stallion, YK Osiris & Lil Mosey 

► მოუსმინეთ: Juicy J - Three Point Stance Ft. City Girls & Megan Thee Stallion 

მეგანმა მუსიკალური კარიერა 2013 წელს დაიწყო და მსმენელს რამდენიმე სინგლი მალევე შესთავაზა. თუმცა, ჰიუსტონელმა არტისტმა სადებიუტო EP მხოლოდ 4 წლის შემდეგ გაავრცელა. რეპერი ფართო საზოგადოებამ 2019 წლის პირველი მიქსტეიპით Fever გაიცნო. მუსიკოსის პოპულარული ტრეკებია: Big Ole Freak, Realer, Cash Shit და სხვა.  

კომენტარები

ბოლოს დამატებული