Thumbnail

ახალგაზრდა ამერიკელმა მუსიკოსმა, მიქეილა სტრაუსმა, ფსევდონიმით King Princess, კომპოზიციაზე Ain’t Together ვიდეოკლიპი გადაიღო. სინგლი არტისტის მომავალ ალბომში Cheap Queen იქნება წარმოდგენილი, რომელიც გაყიდვაში მიმდინარე წლის ოქტომბერში ჩაეშვება. აღსანიშნავია, რომ ჩანაწერში დრამის პარტიას ცნობილი მუსიკოსი Father John Misty ასრულებს.

► ნახეთ: King Princess-მა კომპოზიციაზე Prophet კლიპი გადაიღო

► ნახეთ: King Princess-მა სერიალის Big Little Lies შთაგონებით ტრეკი შექმნა

20 წლის ქვიარ არტისტმა სადებიუტო სინგლი "1950" 2018 წლის თებერვალში გამოუშვა. კომპოზიციამ მალევე ოქროს სტატუსი მოიპოვა. მიქეილას თქმით, მისი სიმღერები ძირითადად ლესბოსურ სიყვარულსა და ამ თემის ირგვლივ არსებულ სტიგმებს ეხება. შარშან 15 ივნისს მუსიკოსმა პირველი EP სახელად Make My Bed გამოუშვა.

გაზიარება

კომენტარები

ბოლოს დამატებული