Thumbnail

მოუსმინეთ: Bat For Lashes – Desert Man

ბრიტანელმა მუსიკოსმა, ნატაშა ხანმა, სასცენო სახელით Bat For Lashes, ახალი კომპოზიცია Desert Man გაავრცელა. სინგლი არტისტის მომავალ ალბომში Lost Girls შევა, რომელიც გაყიდვაში 6 სექტემბერს ჩაეშვება.

► ნახეთ: Bat for Lashes - The Hunger

► მოუსმინეთ: Bat For Lashes - Feel For You

ნატაშა ხანმა შემოქმედებითი კარიერა 2006 წელს დაიწყო. ამავე წელს მუსიკოსმა პროექტის Bat For Lashes ფარგლებში სადებიუტო ალბომი Fur and Gold გამოსცა. არტისტს ამ დრომდე 4 სტუდიური ნამუშევარი აქვს გავრცელებული.

გაზიარება

კომენტარები

ბოლოს დამატებული